Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია.ძალიან საინტერესო პროექტებია და ყველას წარმატებებს ვუსურვებ.ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ნაყოფიერი იყო. დიდი მადლობა intel-ს და ჩვენს საყვარელ და დაუღალავ ტრენერს ლალი გიგაურს. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.

Friday, February 14, 2014

ტრენინგის მერვე დღე

შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები და განვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პროექტზე,გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ამით დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.დღეს ასევე გამოვიყენე ფასილიტაციის რესურსები პუბლიკაციის შესაქმნელად.

Sunday, February 9, 2014

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს საკმაოდ დატვირთული დღე იყო. ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ google drive-ზე ინფორმაციის ატვირთვა, ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე.

Saturday, February 8, 2014

პორტფოლიოს პრეზენტაცია დღე მეექვსე

პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია-ტრენინგ-დღე-6

პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება, გავეცანით და ჩვენს საქაღალდეში გადმოვიტანეთ საავტორო უფლებები.ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები და ჩამოვტვირთეთ.დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ მით უფრო საინტერესოა.